Coxatauris municipaliteti soflebi - Subani |
სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ერკეთის თემში (სოფლები: ზემო ერკეთი, ქვემო ერკეთი, ზემო ონჭიქეთი, ქვემო ონჭიქეთი, შუბანი). მდებარეობს მდინარე სუფსის ხეობაში, ზღვის დონიდან 380 მ, ჩოხატაურიდან 7 კმ., საჯავახოდან 27 კმ., ზემო ერკეთიდან 1 კმ. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეჩაიეობა და მეცხოველეობა.
demografia
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 129 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი |
1908 |
272 |
|
|
2002 |
144 |
73 |
71 |
2014 |
129 |
61 |
68 |
eklesia
შუბანის წმინდა გიორგის ეკლესია.
სოფელში დგას XIX საუკუნის დარბაზული ეკლესია. აშენებულია 1893-96 წლებში. ნაგებია თლილი ქვით, მსხვილი ქვა გამოყენებულია მხოლოდ კუთხეებში და გამოყოფილია ოდნავ შვერილი პროფილით. ოთხწახნაგოვანი კედლები დასრულებულია ერთი მთლიანი აბსიდით. ეკლესიის დასავლეთით იდგა სამრეკლოს ნანგრევები. ტაძარში დაცულია წმინდა გიორგის რელიეფური გამოსახულება, რელიეფის ორივე მხარეს არის მხედრული წარწერა. ეკლესია რეკონსტრუირებულია. მინიჭებული აქვს კულტურის ძეგლის სტატუსი.
|